საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდია-ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 14 მაისიდან  17 მაისის ჩათვლით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში  სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი ( ოთახი № 303). ან განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე მიმართულებების მიხედვით  17 მაისის 17:00 საათამდე.

 

კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები,კომპიუტერული მეცნიერება (SDSU)  - თამარ თათრიშვილი, macromol_chemistry_2@tsu.ge

 

ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია,  - რუსუდან დანელია, rusudan.danelia@tsu.ge 

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს 

 

შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);

პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);

საბანკო ანგარიშის ამონაწერი - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);

 

შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმენტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი. 

განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (რუსუდან დანელია - 577401590, თამარ თათრიშვილი - 577737387).

 

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!

 

სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 20 მაისს..

 

განაცხადის ფორმა

რექტორის ბრძანება

სტიპენდიების მინიჭების წესი

 

თარიღი: 13/05/2024